საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამშაბათის მონაცემების გათვალისწინებით პიკი დაღმავალ ეტაპზეა.
თამარ გაბუნიას თქმით, რამდენიმე რეგიონში სტაბილზიაციის ნიშნები გამოჩნდა, მათ შორის აჭარაშიც, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იკლებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, მობილიზებულია 8000 საწოლი, საიდანაც დაკავებულია 6000-ზე მეტი.
''19 000 დაფიქსირდა დღეს, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით დაბალია. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს, რომ პიკი დაღმავალ ტალღაში გადავიდა. ეს პროგნოზულად იმედის მომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე უნდა დავაკვირდეთ, რომ ვთქვათ რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა.
შედარებით დაიკლო დადებითობის მაჩვენებელმაც, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში. აჭარაში, როგორც ადრე იწყება ახალი შემთხვევების მატება, გასული ტალღების გამოცდილება ამას მიუთითებს, ასევე ადრევე იწყება სტაბილიზაციაც. აჭარაში ყველაზე მეტად თვალსაჩინოა დადებითობის მაჩვენებლის შედარებითი კლება.
გრძელდება ტესტირება. დღეში 60-დან 65 000-მდე კვლევა ტარდება და გამოვლენის მაჩვენებელიც შესაბამისად მაღალია'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.