13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა.
რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.
1946 წლის 13 თებერვალს გაეროს რადიო პირველად ეთერში გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.