ბათუმის მერიასთან „არ გადადოს „ აქტივისტებმა აქცია პერფომანსი გამართეს. ჯგუფმა მერიის შენობის კედელზე ვიდეორგოლი აჩვენა, კადრებში ასახული იყო სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე დარღვეული საგზაო უსაფრთხოების ნორმები.
ჯგუფის წევრების თქმით მათ ბათუმის 25 სკოლა შეისწავლეს , საიდანაც 12 სკოლასთან არ იყო ე.წ. მწოლიარე პოლიციელები, გამაფრთხილებელი ნიშნები და ზებრა გადასასვლელები.