საქართველო თურქეთში საერთაშორიო ტურიზმის გამოფენაში მონაწილეობს

12 თებერვალი 2022, 15:00 1058 ნახვა

სტამბოლში 9 თებერვალს დაიწყო საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა ემითთ 2022-, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ორგანიზაცია ჯეონეთ ექსპო მონაწილეობს.

როგორც გამოფენის ქართველო მონაწილეები ამბობენ, პანდემიის მიუხედავად საქართველოს სტენდს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავდა. ჯეონეთ ექსპო  წელიწადში საშუალოდ 4 საერთაშორისო გამოფენას მართავს, მაგრამ პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში აღარ ჩატარებულა.

წელს კი მარტში დაგეგმილია სამშენებლო გამოფენა, ხოლო მაისში ჩატარდება ტურიზმის გამოფენა ექსპო ბათუმი 2022. ყველა ეს გამოფენები ძალზე მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში