დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
ჯაბა სირბილაძე იძულებით გადაადგილებულებს ორი კვირის განმავლობაში, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.