ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით, სამუშაოები ჩაუტარდება ხელვაჩაურში მდებარე ორ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს: სოფელ ჩხუტუნეთში მდებარე გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებულ საწნახელსა და სოფელ მახოში მდებარე ხიდს. ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მონოლითური ქვის საწნახელს.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება ჯამში 157 ათას ლარს შეადგენს.
გამაგრება-სარესტავრაციო სამუშაოები აპრილში უნდა დაიწყოს და აგვისტოში დასრულდეს.