“ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” - პროექტის განხორციელება იწყება

08 თებერვალი 2022, 15:10 3196 ნახვა

‘’ბათუმი ავარიული სახლების გარეშე’’ - ამორტიზებულ კორპუსებში მცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის პროცესი იწყება.  

რურუას ქუჩის ნომერ პირველ კორპუსში მცხოვრებ 70 ოჯახს ალტერნატიული, გარემონტებული საცხოვრებელი ფართი აღმაშენებლისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე დასრულებულ კორპუსებში შესთავაზეს, სადაც მერიას საბინაო ფონდი აქვს.

აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ შეთავაზებას განიხილავენ და სავარაუდოდ, უმრავლესობა მას დათანხმდება.

რურუას ქუჩაზე მცხოვრებლები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობდნენ და ბათუმის მერიის მიერ ქირით არიან გაყვანილი.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე’’ პროგრამის ფარგლებში 2025 წლისთვის 3 000 ოჯახს უნდა გადაეცეს ბინა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი