ანტისაოკუპაციო პოლიტიკური საბჭო დაფუძნდა

07 თებერვალი 2022, 14:37 857 ნახვა

გორში  სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, პოლიტიკურმა პარტიებმა ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ განაცხადეს.

საბჭოში 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა".

კირბალში ჩასულმა პოლიტიკოსებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც  წერია, რომ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ოკუპაციის თემის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში უნდა დააბრუნონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი