საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენა შეეძლებათ.
ცესკომ შექმნა პლატფორმა, რომელიც როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს განაცხადები ელექტრონულად შეავსონ.
ამ სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ მოქალაქეებსაც.
პროგრამაზე მუშაობდა ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად.