პეკინში ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. პირველი საშეჯიბრო დღეს სპორტულ ცეკვებში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ იასპარეზეს, მათ სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64.79 ქულა მიიღეს და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადა ქართველ სპორტსმენთაგან მორის ყვითელაშვილმა გახსნა, სპორტსმენმა მოკლე პროგრამა სუფთად შეასრულა, 92.37 ქულა დაიმსახურა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება რითმულ ცეკვებს კაზაკოვა-რევიას წყვილმა გამოსვლა მერვე პოზიციაზე დაასრულა .სპორტსმენების გამოსვლების შემდეგ საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა.
პირველია აშშ, მეორე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი, მესამეზე კი ჩინეთია.მეოთხე დისციპლინა, ქალთა ინდივიდუალური ციგურაობა 6 თებერვალს გაიმართება. საქართველოს სახელს ანასტასია გუბანოვა დაიცავს.