ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე სახლის დემონტაჟი იწყება

04 თებერვალი 2022, 15:01 2096 ნახვა

28 მარტამდე სრულად უნდა დაანგრიონ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი, რომლის  ერთ-ერთი სადარბაზოს ნგრევას  8 ოქტომბერს ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დემონტაჟისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ახალი კორპუსის მშენებლობას, მერიას ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება  არ მიუღია.

თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილებას კორპუსის მცხოვრებლებთან ერთად მიიღებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი