შუალედური არჩევნები - ოპოზიციის გეგმები

03 თებერვალი 2022, 18:30 1127 ნახვა

ოპოზიციაში შუალედური არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებულია. ცალკეულ პარტიაში  მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატზე შესაჯერებლად  ჯერ კონსულტაციების ეტაპზე არიან.   ,,სტრატეგია აღმაშენებელში“  უკვე დაგეგმილი აქვთ შეხვედრები პარტიის რეგიონალურ წარმომადგენლებთან.  

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ გამორიცხავენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას და საერთო კანდიდატზე შეჯერებასაც. რაც შეეხება მოლოდინებს, ხელისუფლების ოპონენტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

ორ აპრილს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში  ოპოზიციონერმა  კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო.  

ის არჩევნებიდან 2 კვირაში გარდაიცვალა. შეგახსენებთ , ბათუმის, ახალი მოწვევის საკრებულოში მოცემულობა ახლა  ასეთია:  არც ერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობისთვის საჭირო 18 ხმა. ამიტომ  ორი  აპრილის შუალედური არჩევნები ყველა პარტიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგანაც  კენჭისყრის  ამ შედეგებით გაირკვევა,  რომელ  პოლიტიკურ ძალას ექნება  უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში