რამაზ ჯინჭარაძე ''ქართული ოცნების'' მაჟორიტარობის კანდიდატია

03 თებერვალი 2022, 15:00 1784 ნახვა

არჩევნების დასრულების შემდეგ ქალაქი უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს - განაცხადა ჟურნალისტებთან  ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ მზად არის ახალი გამოწვევისთვის და დარწმუნებულია, რომ საკრებულო შეუდგება სრულფასოვან მუშაობას. "ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის  ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე გუშინ წარადგინა.

იგი წლების განმავლობაში  ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. შუალედური არჩევნები 2 აპრილს ჩაინიშნა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი