საქართველოს ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' თურქულ შეკრებას განაგრძობს. დღეიდან ''დინამო'' მზადების მეორე ეტაპს დაიწყებს.
ბათუმელებმა შეკრების ფარგლებში 4 საკონტროლო მატჩიც დაგეგმეს.
5 თებერვალი - ბელგრადის ''პარტიზანი''
8 თებერვალი - ყაზანის ''რუბინი''
11 თებერვალი - ლვოვის ''ლვივი''
14 თებერვალი - ტალინის ''ლევადია''
მზადების პირველ ეტაპზე გია გეგუჩაძის ხემძღვანელობით გუნდმა ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა.
ჩენსტოხოვას "რაკოვთან" ფრედ 3-3 ითამაშა, ხოლო პოზნანის ''ლეხს'' 2-1 დაამარცხა. შავიზღვისპირელები საფეხბურთო სეზონს შინ 20 თებერვლიდან დაიწყებენ.
ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბათუმის ''დინამო'' საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში 20 თებერვალს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დავით ყიფინის თასის მფლობელ „საბურთალო“ შეხვდებიან.
26 თებერვალს ეროვნული ლიგის გახსნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ლიგაში დაწინაურებულ ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.