ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ჟანგბადის 180 კონცენტრატორი, პულსის 2 000 ოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცეს. ხელსაწყოებით სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება, რათა ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს ჯანდაცვის უკეთესს სერვისებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა.