ქედის მერის 2022 წლის სარეზერვო ფონდი 80 ათას ლარს შეადგენს. ქედის მერის თქმით, სარეზერვო ფონდს გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, ფორსმაჟორული მდგომარეობისას იყენებს. მაგალითად ხანძრის, მეწყერის და სხვა კატასტროფებს დროს. თუმცა ამ ფონდიდან მოქალაქეებს სხვადასხვა სოციალური საჭიროებების შემთხვევაშიც უწევს დახმარებას, როგორიცაა ოპერაციების, მკურნალობისა თუ მედიკამენტების ხარჯები. სარეზერვო ფონდს მერი განკარგავს.