ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა მოსკოვის ყველაზე მთავარ კითხვას- ნატო-ს აღმოსავლეთით არ გაფართოების შესახებ-აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-ის წერილობითი პასუხის შინაარსი იძლევა მნიშვნელოვანი საუბრის საშუალებას, ოღონდ მეორეხარისხოვან თემებზე. აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებზე წერილობითი პასუხი გაუგზავნა. რუსულ მხარეს დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმა გადასცა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.