თურქეთში დიდთოვლობა და ძლიერი ყინვებია

24 იანვარი 2022, 13:00 1178 ნახვა

თურქეთში არნახული დიდთოვლობა და ყინვებია. ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურისთვის  მოსახლეობა მოუმზადებელი აღმოჩნდა.  ქალაქ ურფაში 5 სახედარი გაიყინა.  ცივ ციკლონს თან ახლავს  უხვი ნალექი. ზოგიერთი ქალაქი ფაქტობრივად პარალიზებულია. 

ავიაკომპანია თურქიშ ეარვეისმა მხოლოდ გუშინ 46 ავიარეისი გააუქმა.  თურქული მედიის ყურადღება ახლა მხოლოდ ამინდისკენ არის მიმართული.

თითქმის  მთელ ქვეყანაში რთული მეტეოროლოგიური პირობებია.  მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოესი  2 დღე   რეგიონების დიდ ნაწილში თოვლი შენარჩუნდება.

  თოვლია მოსალოდნელი სამხრეთ საკურორტო პროვინციებში ანტალიაში, აიდინსა და მუღლაშიც. დედაქალაქ ანკარაში ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით მინუს 14 გრადუსამდე დაეცემა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში