მოხერხდა თუ არა დღის ბოლოს დაზიანებული მილსადენის აღდგენა? ავარიის ადგილზე კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები დილიდან მუშაობდნენ, თუმცა დაპირების მიუხედავად დღის 3 საათისთვის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი სრულად არ მიეწოდებოდა. გაზმომარაგება ბათუმსა და ხელვაჩაურში 50 ათასამდე აბონენტს შეუწყდა.