სპეცოპერაცია ნიცაში მსხვერპლით დასრულდა

19 იანვარი 2022, 17:00 1075 ნახვა

ნიცაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი პოლიციის სპეცოპერაციის დროს მოხდა. 

სპეცოპერაცია 24 დეკემბერს ნიცის ლას-პლანასეს რაიონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩატარდა.  ოპერაციის მიზანი მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკავება იყო, თუმცა ოპერაცია წარუმატებლად ჩატარდა. 

პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებული გარდაიცვალა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციელი და კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული. როგორც გაირკვა გარდაცვლილი შეიარაღებული არ იყო.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში