ავღანეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

18 იანვარი 2022, 14:39 1331 ნახვა

26 ადამიანი დაიღუპა  ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად.   5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პროვინცია ბადღისში, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება, ასობით შენობა გაანადგურა.

„წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 26 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, 4 კი - დაშავებულია“, - განაცხადა პროვინციის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და კულტურის დირექტორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად ყადისის რაიონი დაზარალდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში