ჟოზეფ ბორელის განცხადება

15 იანვარი 2022, 15:00 787 ნახვა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა,  ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი ესწრებოდა საფრანგეთის ქალაქ ბრესტში ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მოსკოვთან დაძაბულობის დეესკალაცია თუ მოხდება, „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გახსნის გადაწყვეტილება იქნება გერმანელი და ევროპელი მარეგულირებლების ხელში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი