ვინ იქნება ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ? - ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, დაუჭერს, თუ არა მხარს წარდგენილ კანდიდატებს. სახელისუფლებო პარტიაში კი ამბობენ, რომ ეს საარჩევნო რეფორმის შედეგად შეთანხმებული პროცედურაა, რომელიც თითქმის სრული კონსენსუსით შეთანხმდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.
რამდენიმე დღეში გაირკვევა, კომისიის წევრები ვის გაუწევენ რეკომენდაციას და ვის სახელსა და გვარს გადაუგზავნიან პრეზიდენტს. თავმჯდომარეობის კანდიდატებს 15 წუთი ჰქონდათ იმისთვის, რომ ესაუბრათ თუ როგორ წარმოუდგენიათ ცესკოს როგორც ინსტიტუციის ტრანსფორმაცია და განვითარება.