კოვიდინფიცირებულებისთვის 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

14 იანვარი 2022, 14:01 528 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულების 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

https://er.moh.gov.ge​-ზე რეგისტრაცია 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად შეგიძლიათ. 

​''თუ დაგიდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ - https://er.moh.gov.ge/. მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

რეგისტრაციისათვის უნდა შეავსოთ მონაცემები, მათ შორის პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში