ბათუმში ხანძარია - ცეცხლი კერძო სახლში გაჩნდა

13 იანვარი 2022, 11:59 5377 ნახვა

ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი კერძო სახლში გაჩნდა. 

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

''სახლში ქირით ვცხოვრობდი, მეპატრონე საქართველოში არ იმყოფება. სავარაუდოდ ''მოკლე ჩართვა'' იყო. იმ დროს სახლში ვიყავი და უცებ გაჩნდა ცეცხლი. სახლიდან გავედით, არავინ დაშავებულა. იმედი გვაქვს  ბათუმის მერია დაგვეხმარება'' - აცხადებს დაზარალებული. 

მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ცეცხლი დამხმარე ნაგებობაში გაჩნდა. საკითხს შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყდება რა დახმარებას გაუწვენ ოჯახს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში