აჭარაში კოვიდი კიდევ 563 ადამიანს დაუდასტურდა 

13 იანვარი 2022, 10:55 963 ნახვა

13 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 563 ახალი შმთხვევა გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 612. მძიმე პაციენტია  125, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პირი.

2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 - თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში