ვირუსული ინფექციების რიცხვი გაიზარდა

16 დეკემბერი 2016, 00:00 3480 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის.  ცენტრის ინფორმაციით,  100 ათას მოქალაქეზე დაავადების 254 შემთხვევა ფიქსირდება, რაც არ არის საგანგაშო. როგორც ცნობილია არსებობს ანტივირუსული პრეპარატების საჭირო მარაგიც. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გასულ წელთან შედარებით საავადმყოფოებში მიმართვიანობა ნაკლებია.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში