საქართველოში საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს სუპერთასის შეხვედრით დაიწყება. საქართველოს ჩემპიონი "დინამო" ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
რაც შეეხება უშუალოდ ეროვნული ლიგას 26 თებერვალს დაიწყება. ეროვნული ლიგა 2 28 თებერვალს, ლიგა 3 და ლიგა 4 შედარებით მოგვიანებით 4 აპრილს აიღებს სტარტს.
26 თებერვალს ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულ ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.