კოლექტიური უსაფრთხოების შენაერთები ყაზახეთში

06 იანვარი 2022, 19:31 1175 ნახვა

ყაზახეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ქუჩებში სროლის ხმა ისმის. დაღუპულია ათობით ადამიანი. დამწვარია სამთავრობო შენობები, განადგურებულია სამართალდამცველთა ავტომობილები და დარბეულია 5 ტელევიზიის შენობა. დემონსტრანტების თქმით,  მათ ძალადობრივი მიზნები არ აქვთ. ხელისუფლება კი დემონსტრანტებს ექსტრემისტებს უწოდებს, ხოლო ქმედებას საზღვარგარეთ მომზადებული ბანდიტური ფორმირებების შეჭრად აფასებენ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. ყაზახეთში სამხედრო დანაყოფები რუსეთმა, ბელარუსმა, სომხეთმა, ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა გააგზავნეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში