სატელეფონო საუბარი ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის 

03 იანვარი 2022, 14:17 717 ნახვა

რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს, – თეთრი სახლის პრესსპიკერის  განცხადებით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა. ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.  

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, რომელიც მომავალ კვირას აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით დაიწყება.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი