1-ელი იანვრიდან პეკინში ფოიერვერკების, ასაფეთქებლებისა და სხვა პიროტექნიკის გამოყენება სრულად აიკრძალება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჩინეთის დედაქალაქში პიროტექნიკის და მისი მსგავსი პროდუქციის საცალო ვაჭრობის ობიექტები დაიკეტება. ახალი რეგულაციის დარღვევის შეთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება. ჩინეთის დედაქალაქში ფოერვერკი მხოლოდ ნაციონალურ და საქალაქო დონეზე, მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებების დროს, მთავრობის სპეციალური ბრძანების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.