საზმაუწყებლის 1 არხი დღეს 65 წლის გახდა

30 დეკემბერი 2021, 19:35 1302 ნახვა

საქართველოში ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 65 წელი გავიდა. 1956 წლის 30 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველმა ქართველმა დიქტორებმა ლია მიქაძემ და ალექსანდრა მაჭავარიანმა ქართული ტელეეკრანიდან პირველი გამარჯობა უთრხეს მაყურებელს. მანამდე კი თბილისში ასობით ტელევიზორი გაიყიდა. რადიოს შეჩვეული მსმენელი ტელევიზიის გულშემატკივარი გახდა. ტელეხედვის სტუდია თავდაპირველად დღეგამოშვებით მაუწყებლობდა. ათი წლის შემდეგ ტელევიზია ახალ მისამართზე, ანუ დღეს, არსებულ შენობაში, კოსტავას 68-ში გადავიდა. გაიზარდა მასშტაბები და დაფარვის არეალი. საინფორმაციო სამსახური არხზე 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. „უკანასკნელ ამბებს“ სახელწოდება 1968 წელს შეეცვალა და „მოამბე“ დაერქვა. წლების განმავლობაში იგი ქვყეანაში ერთადერთი საინფორმაციო გადაცემა იყო და არაერთ საინტერესო კადრს ინახავს არქივში. მათ შორის, ენგურჰესის კაშხლის მშენებლობას, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ არჩევნებს, აფხაზეთის ომს. ლია მიქაძე, ალექსანდრა მაჭავარიანი, ჟულიეტა ვაშაყმაძე, დონარა კინწურაშვილი, ჟანეტა არჩვაძე, დავით სოკოლოვი, თენგიზ ნათაძე,- ეს იმ პირველი თაოების წამყვანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოსა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებს წლების განმავლობაში აცნობდნენ მაყურებელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი