გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ დიდი შვიდეულის ფორმატში რუსეთის დაბრუნება უახლოეს პერსპექტივაში არ არის მოსალოდნელი. ამჟამად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის შეძლებს შვიდეულის ჯგუფში რუსეთი დაბრუნებას, ახლანდელი ესკალაცია სიტუაციას არ ამარტივებს- აღნიშნა ბერბოკმა. მინისტრი აცხადებს, რომ ძალიან მტკივნეულია ის, რომ რუსეთმა ამ ჯგუფიდან თავი ყირიმის ანექსიის გამო გამოირიცხა. დიდი შვიდეული ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გაერთიანებაა, რომელშიც შედიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ-ი, საფრანგეთი და იაპონია. რუსეთის შემოერთების შემდეგ გაერთიანებას დიდი რვიანი დაერქვა. 2014 წლის მარტში უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ორგანიზაცია შვიდეულის ფორმატს დაუბრუნდა.