მოლდოვის ექს-პრეზიდენტი სახელმწიფო სახსრების მიტაცებაშია ეჭვმიტანილი

29 დეკემბერი 2021, 14:49 895 ნახვა

მოლდოვის ექს-პრეზიდენტმა იგორ დოდონმა გენერალურ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  12 მილიონი დოლარის  მიტაცების სქემაში მონაწილეობის საქმეში ეჭვმიტანილად აღიარეს. გამოძიების ვერსიით,  ქვეყნის ყოფილი ლიდერი სახელმწიფო სახსრებს კომპანია ენერგოკომის მეშვეობით ელექტროენერგიის შესყიდვის სქემის გზით ითვისებდა.  „მაჩვენეს საქმის მასალები, განმიცხადეს, რომ  ეჭვმიტანილი ვარ  და არა ბრალდებული“-განაცხადა დოდონმა. როგორც ყოფილი პრეზიდენტი და დეპუტატი დოდონი არ სარგებლობს ხელშეუხებლობით და  შესაძლებელია  მისი დაკავება, თუკი პროკურორები ამას საჭიროდ ჩათვლიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი