როდის გადაიყვანენ სააკაშვილს ციხეში

28 დეკემბერი 2021, 19:46 437 ნახვა

ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმისა და უფლებადამცველების განმარტებით, მნიშვნელოვანია სააკაშვილმა სპეციალიზირებულ კლინიკაში განაგრძოს მკურნალობა. ადვოკატის ბექა ბასილაიასთვის გაურკვეველია, რატომ შეიძლება შეეზღუდოს ადვოკატს მსჯავრდებულთან ვიზიტი იმ ფონზე, როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში უპრობლემოდ სტუმრობდნენ სააკაშვილს.  დიმიტრი საძაგლიშვილიც ამბობს, არც მთავარ ექიმს და არც კლინიკის დირექტორს არ აქვთ ვიზიტზე ლიმიტის დაწესების უფლება. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 4 საათიდან 6 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში