მე სამშობიაროდან პროექტს ვწერდი სამსახურის გაძლიერებაზე, თქვენ - გაუქმებაზე - ლონდა თოლორაია 

28 დეკემბერი 2021, 16:41 822 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას თქმით, როცა ის უწყების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობდა და პარლამენტთან კომუნიკაციას ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე მუშაობდა.

''დეკემბრის დასაწყისიდან მე ვცდილობ პარლამენტთან კოორდინაციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოგვედგინა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება. მოვიწერე მეილი, არ მინდოდა, რომ საქართველოს პარლამენტს ჩვენი წინადადების შესახებ გაეგო კანცელარიიდან. 8 თუ 9 დეკემბერი იყო. პასუხს ვიღებდი, რომ დაკავებულები ვართ, დღეს შევხვდეთ, ხვალ შევხვდეთო. ვიფიქრე, რომ ეს იყო აბსოლუტურად გასაგები, წლის ბოლოა და ა.შ. და თურმე, ამის პარალელურად იწერება კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზეა, არამედ სამსახურს მთლიანად აუქმებს. 

ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე პირადად მე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე თურმე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე, ელემენტარული ალბათ მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა, "ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავ ამ ყველაფერზე, ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ. სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი და უნდა გეთქვათ. ამიტომ მე არ ვიცი რა აზრი აქვს კომიტეტებში მონაწილეობის გაგრძელებას''- თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში