ლონდა თოლორაიას შემიძლია, საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში - პრემიერი

28 დეკემბერი 2021, 00:15 1291 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "ტვ იმედის“ ეთერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ისაუბრა და განმარტა,რომ დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა 2 სამსახურად .

პრემიერის თქმით, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით არაფერს უკანონოს არ აკეთებს.

"რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონპროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. შესაბამისად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია. პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კვალიფიციური და გამოცდილი კადრია.

"შემიძლია აქედან საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი, თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ - პოლიციაში. ჩვენ სიამოვნებით, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე, რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი