ჯანდაცვის ახალი მინისტრი თანამშრომლებს ეკატერინე ტიკარაძემ წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მოადგილეებმა, სიპებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზურაბ აზარაშვილს საკუთარი მიმართულებებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.