პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი მისაღებები მხოლოდ პირველ, 2 და 7 იანვარს არ იმუშავებენ

27 დეკემბერი 2021, 15:02 1303 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური პირველიდან 10 იანვრამდე გამოცხადებული უქმეების მიუხედავად, სამუშაო პროცესს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა საზოგადოებრივი მისაღები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საჭირო სერვისის გაცემას.

მათივე ცნობით, უქმე დღეებში პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად განხორციელდება:

ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ვიზიტორების მიღება;

პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი ყველა პაემანი;

ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღება;

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი მისაღებები მხოლოდ 1-2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი