დიდთოვლობა მაღალმთიანეთში

24 დეკემბერი 2021, 14:50 964 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს მეწყრული პროცესიც დაემატა, რომელიც სოფელ წაბლანაში გააქტიურდა. არსებობს საფრთხე, რომ მიწის მასამ, რომელიც მცოცავია, ცენტრალური გზა ჩახერგოს.  ამის გარეშეც შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილების პრობლემები უკვე მეორე დღეა აწუხებს ხულოს.  ამ დრომდე  შიდა სასოფლო გზების ნაწილია  გაწმენდილი, გახსნილია მხოლოდ ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზა. გაადგილება ნებადართულია, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.  მოყინულია ცენტრალური გზებიც.  აბონენტების ნაწილი ისევ შუქის გარეშეა, რაც მაღალი ძაბვის დაზიანებამ გამოიწვია.  სკოლები სწავლების ონლაინ ფორმატზეა, აღსაზრდელები არც ბაღებში გამოცხადნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში