რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სასაზღვრო კრიზისმა, ისევე, როგორც მოსკოვის დაძაბულმა ურთიერთობამ ნატო-სთან, საშიშ დონეს მიაღწია, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარას დიპლომატია იმ არსებული გარემოებების მიხედვით ხორციელდება, რომელსაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს. „რთული სამუშაოა, მაგრამ დიპლომატია სწორედ ამისთვისაა“, - დაამატა თურქმა დიპლომატმა.