უკრაინამ და რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

23 დეკემბერი 2021, 12:38 1043 ნახვა

უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის  წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ. „ახალი შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა .  მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმება 2020 წლის ივლისში გაფორმდა. ბოლო თვეების განმავლობაში კიევი და მოსკოვი ხშირად ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ამ შეთანხმების დარღვევაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი