დიდთოვლობა და პრობლემები აჭარის მაღალმთიანეთში

22 დეკემბერი 2021, 18:37 1528 ნახვა

ხულოში კვლავ ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები და მოსახლეობის ნაწილს არც შუქი აქვს. ცენტრალურ გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითა შესაძლებელი. საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ რიყეთში  განახლდა. ანალოგიური მდგომარეობაა შუახევშიც. უხვი ნალექის გამო აქაც შეფერხებებია გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. მუნიციპალიტეტებში მუშაობს საგანგებო შტაბები. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს, დაბაში  კი ნახევარ მეტრს მიაღწია.  კურორტ გოდერძიზე კი ერთ  მეტრს გადააჭარბა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში