იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად არ არიან ვაქცინირებული, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო შეშფოთების საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, არავაქცინირებული ადამიანები ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდ-19-ით გარდაცვალების "მნიშვნელოვნად მაღალი რისკის" ქვეშ დგანან. „თუ თქვენ იმ ამერიკელთა უმრავლესობას მიეკუთვნებით, ვინც სრულად არის აცრილი და განსაკუთრებით, თუ თქვენ მიიღეთ „ბუსტერ“, მესამე დოზა, შეშფოთების გაცილებით ნაკლები მიზეზი გაქვთ. თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის დაცვა მძიმე ავადმყოფობისგან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.