ჩინეთი ოლიმპიადის წინ კოვიდ-19-ის გავრცელების შეკავებას ცდილობს

21 დეკემბერი 2021, 15:21 863 ნახვა

ჩინეთის შენსის პროვინციაში მოსახლეობის კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო. მიზეზი წინასაახალწლო მოგზაურობის სეზონის წინ კოვიდ-19-ის უფრო ფართო გავრცელების საფრთხეა. ქალაქ სიანში, სადაც დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სამშაბათს კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქალაქში სკოლები და დიდი გასართობი დაწესებულებები დაიხურა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ხალხმრავლობას თავი აარიდონ. ჩინეთის ხელისუფლება  ცდილობს, კოვიდ-19-ის გავრცელება პეკინის ზამთრის ოლიმპიადის წინ შეაჩეროს. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022  წლის 4 თებერვალს დაიწყება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი