პარიზში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა

21 დეკემბერი 2021, 15:15 854 ნახვა

17 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ პარიზის მე-12 ოლქში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა.  ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელმა კაცმა დანის მუქარით  დედა-შვილი მძევლად აიყვანა.  ბოროტმოქმედის დაკავების შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა  ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.  ალიგერის ქუჩაზე  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული კაცი გუშინ ადგილობრივი დროით 16 საათზე შეიჭრა. იგი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, რათა მას იგი მოწამვლის მსხვერპლად ეღიარებინა. 6 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მან ერთი ქალი გაათავისუფლა, დღეს კი დილით მეორეც, ამის შემდგომ იგი დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს პოლიცია ტერორიზმის აქტს არ უკავშირებს, რადგან 56 წლის წარმოშობით ტუნისელი დიდი ხანია ფსიქიატრის მეთვალყურების ქვეშ იმყოფება.  იგი ადამიანების გატაცებაშია ბრალებული, თუმცა სავარაუდოდ სასჯელს იგი სპეციალურ საავადმყოფოში მოიხდის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი