თემურ ალასანიას გამოკითხვა

17 დეკემბერი 2021, 18:23 991 ნახვა

2 საათიანი გამოკითხვის შემდეგ თემურ ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს უკანონო მოსმენების გავრცელების მუხლით. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ გავრცელებული ჩანაწერი გაყალბებულია და აწყობილია სხვადასხვა საუბრიდან. არსებული ინფორმაციით, თემურ ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.  საგამოძიებო მოქმედება სავარაუდოდ, ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე, ვიკილიქსზე  გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ  სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი