ვაშინგტონს აზიაში კონფლიქტი არ სურს-ბლინკენი

14 დეკემბერი 2021, 18:20 836 ნახვა

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აზიაში კონფლიქტი არ სურს და უზრუნველყოფს, რომ ჩინეთთან კონკურენცია "კატასტროფულ" კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში  განაცხადა.   მისი თქმით, ბაიდენმა გასულ თვეში ჩინეთის ლიდერთთან სი ძინპინთან საუბარში აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს პეკინთან არსებული კონკურენციის პოტენციურ კონფლიქტში გადაზრდა არ სურს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთი გააკრიტიკა იმ ქვეყნების წინააღმდეგ მოქმედების გამო, მათ შორის სავაჭრო შეზღუდვების დაწესების გზით, რომლებიც მას წინააღმდეგობას უწევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი