ბელარუსში სასამართლომ პოლიტპატიმარს სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, სოციალური შუღლის გაღვივებაში, ცესკო-ს მუშაობის შეფერხებაში, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი ქმედებების ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. სერგეი ტიხანოვსკი ბელარუსის ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლეა. ის 2020 წლის 29 მაისს გროდნოში ცოლის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. ბელარუსმა უფლებადამცველებმა ტიხანოვსკი და მისი თანამებრძოლები პოლიტპატიმრებად აღიარეს. 2020 წელს ქვეყანაში მასობრივ აქციებზე არჩევნების შედეგები გააპროტესტეს, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. აქციები ჩაახშეს, ოპოზიციის წინააღმდეგ კი რეპრესიები ხორციელდება.