რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედების დაბლოკვით იმუქრება.ამის შესახებ მან „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. გერმანიის ახალი მთავარი დიპლომატის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნები არ ასრულდება და ამავდროულად უსაფრთხოების საკითხები ღია რჩება.